2024 წელს გამოკვლეული თაფლის 100 ნიმუშიდან დარღვევა 5-ში გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებელი ნარჩენების კვლევის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოიკვლია. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ანტიბიოტიკების ნარჩენები (მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი) გამოვლინდა თაფლის 5 ნიმუშში.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ ბაზრიდან ამოღება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.