„რისთვის უსჯით ადამიანებს სასჯელს!! ქუჩაც პოლიციამ გადაკეტა. მატყუარები!!“ - ხატია დეკანოიძე
ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში აღმაშენებლის ხეივანზე დაკავებულების შესახებ წერს:
პოლიტიკოსები მივედით პილიციასთან, სანამ მსვლელობას დავიწყებდით. იქ იყო შეთანხმება, რომ მარშით დავიძრებოდით და თვითონ გაგვაცილებდნენ ნახევარ გზაზე (!!!!). თვითონვე გვითხრეს და ზუსტად ისე გავაკეთეთ, როგორც გვითხრა პატრულმა. არსებობს კადრები. არსებობენ მოწმეები!
ის ხალხი არაფერ შუაშია, იქაც არ ყოფილან. ისე მოვიქეცით, როგორც პოლიციამ გვითხრა!!
რისთვის უსჯით ადამიანებს სასჯელს!! ქუჩაც პოლიციამ გადაკეტა.
მატყუარები!! - წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე დაკავებულ 8 პირს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე დაკავებულ 8 პირს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა.
შსს-ს მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.
დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინათ, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.