სპორტსმენმა ბირთვი ძალიან ძლიერად მოიქცია და მაყურებელს თავში მოარტყა - სად მოხდა ტრაგედია?
აშშ-ში ძალოსნების ვარჯიშის დროს ტრიბუნაზე მყოფი მაყურებელი სპორტული აღჭურვილობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ KSAT წერს.
კვირას, 26 იანვარს, 57 წლის უეიდ ლენგსტონი ოჯახის წევრებთან ერთად მძლეოსანთა კლუბ „კოლორადო იუნაიტედის“ ვარჯიშის სანახავად კოლორადოს სპრინგსის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მივიდა. ვარჯიშის დროს, ერთ-ერთმა სპორტსმენმა ბირთვი ზედმეტად ძლიერად მოიქნია და ბირთვმა დამცავი ბარიერი გაარღვია. როდესაც მიხვდა, რომ მძიმე სპორტული აღჭურვილობა მაყურებლების ტრიბუნებისკენ მიფრინავდა, უეიდი ცოლ-შვილს გადაეფარა. შვიდკილოგრამიანი ბირთვი მამაკაცს თავში მოხვდა და ადგილზე მოკლა.