შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
შვედეთის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ერებრუში მდებარე სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
„ამ დროისთვის ვმუშაობთ გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაზე“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა.
პოლიციაში არ მიიჩნევენ, რომ მომხდარს ტერორისტული მოტივი აქვს, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.