ამ სადისტური მეთოდებით “ხარებას“ უნდა, რომ მინისტრთან და მთავარ მბრძანებელთან ქულები დაიწეროს - ირაკლი შაიშმელაშვილი (ვიდეო)
რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, ეს არის კონკრეტული ერთი ადამიანის მიერ, - ამის შესხებ გდდ-ის ყოფილმა მაღჩინოსანმა გადაცემა "რეაქციაში“ განაცხადა.
"რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, ეს არის კონკრეტული ერთი ადამიანის მიერ. მანდ როგორ არის, აქ არანაირი სისტემური მიდგომა და გეგმები, არ არსებობს და მეორე მანდ არის ქულების დაწერა. ჩემი აზრით ხარება შეპირდა, რომ ამ აქციებს მე მოგიკლავ რამდენიმე დღეში, კვირაში, თვეში, ამ სადისტური მეთოდებით და უნდა, რომ მინისტრთან და მთავარ მბრძანებელთან ქულები დაიწეროს. აი, თქვენი შედეგი შევასრულე.
ზოგადად, სამინისტროში მსგავს აქციებს სამი დეპარტამენტი მართავს, გდდ კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ერთვება, თუ აქცია ძალადობრივია ან რესურსი არ ჰყოფნის. თქვენ რასაც კადრებში უყურებთ, სამივე ფორმაში ჩაცმულები გდდ-ს თანამშრომლები არიან. რასაც ვუყურე, ერთადერთი პოზიტიური როლი, მანდ რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ ყოფილიყვნენ, გაცილებით მძიმე შედეგები შეიძლება გვენახა, რადგან მათ რაღაც მომენტში განეიტრალების ფუნქცია შეასრულეს და ხალხსა და გდდ-ის თანაშრომლებს შორის დგებოდნენ. ეს აგრესია იმას ემსახურება, რომ ხარაზიშვილისგან მოდის პირდაპირ ბრძანებები. სადაც ხარაზიშვილი ჩნდება, იქ თვითონ გასცემს ბრძანებებს“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.