თეგებით ძიება
05. 02. 2025 ბიზნესი

ისტორიული მაქსიმუმი - ოქროს ფასმა 2 870 დოლარს გადააჭარბა

მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ბირჟებზე ერთი უნციის ღირებულებამ, გუშინ გვიან ღამით 2 876 დოლარსაც კი გადააჭარბა. დღეს, თბილისის დროით 11:30 საათზე ერთი უნცია 2 857 დოლარი ღირს, ეს კი ერთწლიან პერიოდში 39.68%-ით, ერთთვიანში კი 7.24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ერთ თვეში 7.34%-ით, ერთ წელიწადში კი 44.24%-ით გაძვირდა ვერცხლიც. ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 32.26 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასზე წინა ისტორიული მაქსიმუმი 30 იანვრის ვაჭრობისას დაფიქსირდა, როცა უნციის ღირებულებამ 2 850-დოლარიანი ნიშნული გადალახა. როგორ Reuters-ი წერს, მაშინ ამის მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა, რამაც ინვესტორები შეაშფოთა.

მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასა და მექსიკას 25-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს, ჩინეთს კი 10%-იანს. თუმცა მოგვიანებით ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ზომები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა