ქალაქები, სადაც ღვინო ყველაზე იაფი/ძვირი ღირს - რომელ ადგილზეა თბილისი და ბათუმი?
Numbeo-მ მსოფლიოს 319 ქალაქის მარკეტებში 1 ბოთლი ღვინის საშუალო ფასი დაითვალა. 2025 წლის რეიტინგის თანახმად, ქალაქების მიხედვით 1 ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი ჩინეთის ქალაქი გუანჯოუში ღირს, ხოლო ყველაზე იაფი - უნგრეთის ქალაქ დებრეცენში.
რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქი - თბილისი და ბათუმი მოხვდა. თბილისი 213-ე, ხოლო ბათუმი 287-ე ადგილზეა. მონაცემების თანახმად, თბილისში ღვინის საშუალო ფასი მარკეტებში 6.97 დოლარია, ხოლო ბათუმში 5.57 დოლარი.
5 ქალაქი, სადაც 1 ბოთლი ღვინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალია
გუანჯოუ, ჩინეთი 27.83 დოლარი;
სინგაპური 22.84 დოლარი;
ჯაკარტა, ინდონეზია 21.40 დოლარი;
რეიკიავიკი, ისლანდია 21.19 დოლარი;
ამანი, იორდანია 21.14 დოლარი.
ქალაქები, სადაც ღვინოს ყველაზე იაფად შეიძენთ
დებრეცენი, უნგრეთი 3.81 დოლარი;
ლვოვი, უკრაინა 4.07 დოლარი;
პორტო, პორტუგალია 4.15 დოლარი;
ბრაგა, პორტუგალია 4.15 დოლარი;
რომი, იტალია 4.15 დოლარი.