ოთხდღიანი ძებნის შემდეგ სანდრო შემაზაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძელი სანდრო შემაზაშვილი სოფელი კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
მომხდარზე, გამოძიება სსკ–ის 143 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 2–დან 4–წლამდე პატიმროობით.
ოჯახი მას 2 თებერვლიდან ეძებდა. როგორც ოჯახის ახლობელმა "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, სანდრო შემაზაშვილი სახლიდან შუაღამეს გავიდა.