თეგებით ძიება

მთვარეული ქალი, რომელმაც ძილში ქმარი მოკლა, სასჯელს გადაურჩა - სად მოხდა შემთხვევა?

ავსტრალიაში მთვარეული ქალი ძილში ჩადენილი დანაშაულისთვის არ დაისჯება - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

2023 წლის სექტემბერში 47 წლის ილქნურ ჩალისკანი 50 წლის ქმარს დანით თავს დაესხა და მოკლა. ქალის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ პარასომნიით დაავადებულმა ქალმა დანაშაული ძილის დროს ჩაიდინა.

2024 წლის აპრილში პარასომნიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობისთვის  ჩალიშკანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2024 წლის ნოემბერში კვლევის შედეგები პროკურატურას გადაეცა. 2025 წლის 4 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ საქმე დახურულია და ბრალდება მოხსნილია. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა