თეგებით ძიება
06. 02. 2025 ბიზნესი

რამდენი რუსული ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა საქართველოში 2024 წელს

2024 წელს საქართველოში 54 218 ახალი კერძოდ ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული სტატისტიკიდან ჩანს.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წელს კერძო უცხოური საკუთრება იყო 19 525 კომპანია, შერეული კერძო საკუთრება ადგილობრივის უპირატესობით - 427, შერეული კერძო საკუთრება უცხოეთის უპირატესობით 208, ხოლო მუნიციპალური საკუთრება - 4.

ახალ უცხოურ საკუთრებებს შორის, ყველაზე მეტი რუსული ბიზნეს სუბიექტია, კერძოდ, 7 980 კომპანია.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 66 არის შერეული კერძო საკუთრება ადგილობრივის უპირატესობით (ქართულ-რუსული), ხოლო 43 შერეული კერძო საკუთრება უცხოეთის უპირატესობით (რუსულ-ქართული.

ცნობისთვის, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 044 519 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც აქტიურია მხოლოდ 27 %. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს. სტატისტიკის მიხედვით, ამათგან მხოლოდ 284 347 კომპანიაა მოქმედი.

რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მონაცემების თანახმად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობა/ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგშია. აქ ჯამში 217 635 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 130 ათასზე მეტი არ მუშაობს.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა