თეგებით ძიება

ქუთაისი-თერჯოლის გზაზე ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ - არიან დაშავებულები

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქუთაისი-თერჯოლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს  სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც  მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 პირი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ფოტო: მთავარი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა