თეგებით ძიება

"მგონი ინსპექტირებაზე შედის ხოლმე გადაცმული, რა ვიცი, აბა სულ იქაა და“ - რას წერს უგულავაზე გვარამია?

ნიკა გვარამია გიგი უგულავასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მგონი, გიგი უგულავა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ინსპექტირებაზე შედის ხოლმე გადაცმული.

აი, ზღაპრებში მეფეები რომ დადიოდნენ ხოლმე ღარიბების აზრის გასაგებად.

რა ვიცი, აბა სულ იქაა და… " - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების, გიგი უგულავას და კიდევ შვიდი პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, თბილის მოლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი, მათ შორის, გიგი უგულავა დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა