თეგებით ძიება

„არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ“ - ლომჯარია

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს:

„უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ. სახალხო დამცველის  ანგარიშებში ამაზე ვწერდით მეც და ჩემი წინამორბედიც, რადგან პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ეს უკანონობა გამოავლინა. და რა გააკეთა სისტემამ? ქალთა კოლონიაში ქალი პატიმრები ააჯანყა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, თითქოსდა სიცრუეს ვავრცელებდით. 

მესმის, რომ ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, მათი ოჯახის წევრებიც ისმენენ და ძალიან მტკივნეულია. ხშირად მსხვერპლებს ამ გამოცდილების დავიწყება ურჩევნიათ. მათ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. მაგრამ, ქალებო, იცოდეთ, რომ არავის აქვს უფლება გაგაშიშვლონ, ბუქნები გაკეთებინონ, ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას და აკრძალულია. მოითხოვეთ სპეციალური დეტექტორით შეგამოწმონ და აუცილებლად მოგვაწოდეთ ამ ფაქტებზე ინფორმაცია უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჩვენ დავიცავთ თქვენ კონფიდენციალურობას!“ - წერს ლომჯარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა