თეგებით ძიება
06. 02. 2025 ბიზნესი

11 თებერვლიდან ოზურგეთის მიმართულებით კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853)  იმოძრავებს. სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება და მგზავრობის ხანგძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს. კერძოდ, თბილისიდან გავა 09:00-ზე და ოზურგეთში ჩავა 16:18-ზე, ხოლო ოზურგეთიდან 08:40-ზე დაიძრება და თბილისში 16:00-ზე ჩამოვა. აღნიშნულ მიმართულებაზე მეორე კლასის ბილეთის ღირებულება 11-15 ლარი იქნება. მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე gr.com.ge-ზე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა