Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7960 ლარად ივაჭრება
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7960 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8030 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 6 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8095 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9106 ლარია.