რუსეთი, თურქეთი, სომხეთი... – 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია 2024 წელს
2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ ჯამში 7 368 149 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ტოპ-15 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც საქართველოს 2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
რუსეთი - 1 421 923 ვიზიტორი;
თურქეთი - 1 336 834 ვიზიტორი;
სომხეთი - 948 299 ვიზიტორი;
ისრაელი - 310 982 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 219 356 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 178 930 ვიზიტორი;
ირანი - 145 670 ვიზიტორი;
ბელარუსი - 140 536 ვიზიტორი;
ინდოეთი - 124 335 ვიზიტორი;
უკრაინა - 118 528 ვიზიტორი;
ჩინეთი - 88 583 ვიზიტორი;
საუდის არაბეთი - 88 298 ვიზიტორი;
გერმანია - 78 644 ვიზიტორი;
პოლონეთი - 66 504 ვიზიტორი;
უზბეკეთი - 64 259 ვიზიტორი.