თეგებით ძიება

ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს

პარტია "ლელოს" წევრი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

ამის შესახებ "ნეტგაზეთს" კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ვეფხია კასრაძემ ორშაბათს, 3 თებერვალს გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე დღეს დააბრუნეს საკანში. კასრაძეს ნაოპერაციევი გაურთულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები კასრაძე კლინიკა "ვივამედში" მოინახულებენ.

აქციების მონაწილე ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა