თეგებით ძიება

რაჭაში მღვდელმა ბავშვის მონათვლაზე უარი თქვა, რადგან ნათლია სამოქალაქო აქტივისტი უნდა ყოფილიყო (ვიდეო)

რაჭაში მღვდელმა ბავშვის მონათვლაზე უარი თქვა, რადგან ნათლია სამოქალაქო აქტივისტი უნდა ყოფილიყო - ამის შესახებ ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.

"ზაფხულში უნდა მოგვენათლა ბავშვი და როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მამაომ უარი თქვა ბავშვის მონათვლაზე თუკი მე უნდა ვყოფილიყავი ნათლია. შემდეგ უკვე განმეორდა მეორე მამაოსთან, ნათლისღების წინა პერიოდში. ბავშვი მონათლეს ეთოს გარეშე. ეს იყო კიდევ ერთი დამარწმუნებული, რომ დამატებითი ინსტიტუციები და განსაკუთრებით ეკლესია მაქსიმალურად ცდილობს, რომ თუკი განსხვავებული აზრი გაქვს და რეჟიმს არ ემხრობი, გარშემო ადამიანები შემოგაცალოს", - ამბობს ეთო არსენიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა