ცნობილ რუს ბლოგერს ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს - კადრები მედიაში ვრცელდება
მალდივის კუნძულებზე, ცნობილ რუს ბლოგერს და მომღერალს, ნასტია ვიტონოვას ზღვაში ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალს ზვიგენმა ხელში უკბინა, რის გამოც ის პანიკაში ჩავარდა. მას ტურისტული ნავის ეკიპაჟის წევრები დაეხმარნენ და ჭრილობა დაუმუშავეს.