ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, სასამართლომ 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, რომელიც 17 იანვრის აქციაზე, "თბილისი მოლის" მიმდებარედ დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.