თეგებით ძიება
07. 02. 2025 ბიზნესი

ქართული რესტორანი LAMRO პანამა სითის საუკეთესო რესტორნად დაასახელეს

პანამაში მდებარე ქართული რესტორანი LAMRO პანამა სითის საუკეთესო რესტორნად დასახელდა, - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში რესტორნის დამფუძნებლებმა ისაუბრეს.

მათივე თქმით, პანამა სითიში 1480 რეგისტრირებული რესტორანია, პანამის მოსახლეობამ კი თავიანთ რჩეულად სწორედ ქართული რესტორანი დაასახელა.

"კრიტერიუმებში სამზარეულო, გარემო და მომსახურება შედიოდა. არც კი გვქონდა ამის მოლოდინი, რეიტინგს თვალს არც ვადევნებდით, მაგრამ 2025 წლის დასაწყისში წერილი მოგვწერეს და თან სერიტიფიკატი გამოგვიგზავნეს.

ძალიან გვიხარია, რომ ქართული სამზარეულოს ასე კარგად წარმოჩენა შევძელით და პანამელები ქართული კერძებით დავაინტერესეთ", - ამბობს LAMRO-ს თანადამფუძნებელი ელენე დიღმელაშვილი.

რესტორანი პანამაში ერთი წლის წინ გაიხსნა. კონცეფცია სრულად ქართულია - ადგილობრივებს ქართული კერძებით, მუსიკითა და გარემოთი უმასპინძლდებიან, რამაც პანამელების მხრიდან როგორც ქვეყნის, ისე მისი ტრადიციების მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.

"ზედმეტად დაინტერესდნენ საქართველოთი, პირველად გაიგეს, რომ საქართველოში დაიბადა ღვინო და ღვინის ქვეყანა ვართ, გემოებით და სუნელებითაც ძალიან მოხიბლულები არიან.

ვინც ჩვენთან მოდის, ყველა საქართველოში მოგზაურობას გეგმავს. უნდათ, რომ ეს ქვეყანა ნახონ, მის შესახებ ბევრი გაიგონ. მოკლედ, შეიძლება, მალე პანამიდან საქართველოში ტურისტების გაზრდილი ნაკადი იყოს", - აღნიშნა LAMRO-ს თანადამფუძნებელმა გუგა ხელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლოგისტიკური საკითხების მოგვარებისთანავე, რამდენიმე კვირაში პანამის ქართულ რესტორანში საქართველოში წარმოებული ღვინო და ალკოჰოლური სასმელებიც გამოჩნდება, რომელსაც აშშ-დან შეიტანენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა