თეგებით ძიება

ლადო გუდიაშვილის პარიზში ცხოვრების პერიოდში შესრულებულ ნამუშევრები თბილისშია

ამადეო მოდილიანის მეგობარი, ავანგარდისტი, რომლის შემოქმედებამ პარიზელი დამთვალიერებელი არაერთხელ აღაფრთოვანა, ფერმწერი, რომელმაც ძველი თბილისი საკუთარ ნახატებში გააცოცხლა, დაიწყო ქაშვეთის ტაძრის მოხატვა, რის გამოც სამხატვრო აკადემიიდან გაათავისუფლეს - ლადო გუდიაშვილის ტილოები თბილისს დაუბრუნდა.

მისი სახელობის საგამოფენო სივრცეში, მხატვრის პარიზში ცხოვრების პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებია გამოფენილი, რომელიც წლებია დამთვალიერებელს არ უნახავს. ლადო გუდიაშვილი, რომლის სახელი და გვარი არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ფერწერაში ოქროს ასოებით წერია, გარდა იმისა, რომ უდიდესი არტისტი იყო, თავისი შემოქმედებით სტიმული მისცა არაერთ მხატვარს, მათ შორის, საბჭოთა ცენზურის დროს.

ამისთვის ერთი მაგალითიც კმარა - როდესაც წითელი მოსკოვისგან დაბლოკილი მხატვრის გამოფენა ჩაკეტეს, ახალგაზრდა მხატვრების ინიციატივით, მოქალაქეებმა ძალით გააღეს დაკეტილი კარი და დარბაზებში შევიდნენ. გუდიაშვილის შემოქმედება მას მერე გახდა მაგალითი, რომ ჩაკეტილ, ტოტალიტარულ გარემოშიც შესაძლებელია დარჩე მხატვრად.

რუსთავი 2


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა