თეგებით ძიება
08. 02. 2025 ბიზნესი

10 მომსახურება, რომელიც იანვარში გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ით განისაზღვრა.

წელს იანვარში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პროდუქტებს შორის ყველაზე გაძვირებულია მწვანილი, 88.3%-ით, ხოლო ყველაზე გაიაფებული ინტერნეტის გადასახდელი 39.9%-ით.

რაც შეეხება მომსახურებებს, სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გაძვირებულია მღებავის მომსახურება, ავტომობილის რეცხვა, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, იანვარში წლიურად გაძვირებული მომსახურებების ათეულს:

მღებავის მომსახურება - 17.5%

ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 15.5%

ჯანმრთელობის დაზღვევა - 13%

ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 11.4%

მობილური ტელეფონის შეკეთება - 10.4%

სასტუმროს მომსახურების ღირებულება - 8.5%

სანტექნიკოსის მომსახურება - 7%

თერაპევტის კონსულტაცია - 6%

ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა - 6%

საბანკო მომსახურების ღირებულება - 5.4%

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა