თეგებით ძიება

რუსთავში დაიწვა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა - მათ ავტომობილიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს (ვიდეო)

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, აღმაშენებლისა და გარეჯის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან (ე.წ. ახალ ხიდთან), "ბეემვე"-ს მარკის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით მანაქნაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გამოსვლა დროულად მოახერხეს. ახალგაზრდებმა მცირე დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა