რამდენი გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვებით
UFC-ში ალექსანდრე თოფურიამ დღეს პირველი ბრძოლა ჩაატარა. მებრძოლმა სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სამივე რაუნდი მოუგო და გამარჯვება მოიპოვა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ორთაბრძოლაში თოფურიამ საშუალოდ 78 ათასი დოლარის გამომუშავება შეძლო. უფრო კონკრეტულად, ამ თანხიდან UFC 312-ის საბაზისო ჰონორარი 12 000 დოლარს შეადგენს, სპონსორული შემოსავალი 4 ათასი დოლარია, საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობა კი 50 ათასი დოლარის ფარგლებშია. ამას ემატება PPV (pay-per-view), იგივე სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილიც.