2024 წელს საქართველოდან $1.7 მლნ-ის ლოკოკინა გაიყიდა - საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზარდა
საქართველოდან 2024 წელს ლოკოკინას ექსპორტი გაიზარდა - ამის შესახებ bm.ge წერს. გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან 1 მილიონ 708 ათასი დოლარის ღირებულების 269 ტონა ლოკოკინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ექსპორტზე 31%-ით მეტია.
უნდა ითქვას, რომ თუ 2022-2023 წლებში ლოკოკინას რეალიზება მხოლოდ საფრანგეთსა და იტალიაში ხდებოდა, 2024 წელს პროდუქტი 4 ქვეყანაში გავყიდეთ.
შესაბამისად ექსპორტის 89% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. გასულ წელს EU-ში 1.5 მილიონი დოლარის 162 ტონა ლოკოკინა გაიყიდა. ამ მიმართულებით პროდუქტის ექსპორტი 18%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
საფრანგეთი - $1.5 მლნ, 159 ტონა;
თურქეთი - $109 ათასი, 88 ტონა;
ნამიბია - $64 ათასი, 18 ტონა;
იტალია - $15 ათასი, 3 ტონა;
ცნობისთვის, ევროკომისიის (2021 წლის 22 დეკემბრის EU2022/34 რეგულაცია) გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული.
მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტოში აღნიშნავდნენ, რომ რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.
საქართველოდან ლოკოკინას პირველი პარტია ექსპორტზე 2022 წლის გაზაფხულზე გავიდა.