491 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლდა კაცი, რომელსაც "ჰამასელებმა" ცოლ-შვილი დაუხოცეს
„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი 52 წლის ელი შარაბი, 34 წლის ორ ლევი და 56 წლის ოჰად ბენ ამი, გაათავისუფლა - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლები „წითელ ჯვარს“ გადასცა.
შარაბი ტყვედ აიყვანეს Kibbutz Beeri-დან, ტერორისტებმა მისი მეუღლე და ქალიშვილები მოკლეს. ტყვეობაში გარდაიცვალა მისი ძმა, იოსი შარაბი.
"დამოუკიდებლად დადის, მაგრამ გაფითრებული და გამხდარია. ვფიქრობ, უბრალოდ შუქი გაქრა მისი თვალებიდან. ტყვეობამდე მისტერ შარაბი ყოველთვის ღიმილიანი და ბედნიერი ადამიანი იყო. ოჯახმა ჯერ არ იცის, რა დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებისთვის, მაგრამ მოუწევს ცოლის, ორი ქალიშვილისა და ძმის დაკარგვასთან შეგუება." - ამბობს შარაბის ადვოკატი.