თეგებით ძიება
09. 02. 2025 ბიზნესი

ქვეყნის გარეთ მოგზაურობა წლიურად 5.7%-ით გაძვირდა

2025 წლის იანვარში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ქვეყნის გარეთ ტურისტული მოგზაურობა 5.7%-ით გაძვირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იმავე პერიოდში თვითმფრინავით მგზავრობის საფასური 9.31%-არის გაზრდილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის ჭრილში მოგზაურობის ფასები 1.21%-იან შემცირებას, ხოლო თვითმფრინავით მგზავრობის საფასური 14.6%-იან კლებას აჩვენებს.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დასვენებას, იანვარში წლიურად გაზრდილია როგორც განთავსების, ასევე რესტორანში კვების ხარჯები. მაგალითად, სასტუმროების ფასები იანვარში 8.47%-ით, ხოლო სადილი რესტორანში 3.82%-ით გაძვირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რესტორანში კვების ხარჯები ბოლო ერთი თვის ჭრილში არ შეცვლილა, ხოლო სასტუმროში განთავსება 3.85%-ით შემცირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა