თეგებით ძიება
09. 02. 2025 სპორტი

საბა ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში, M15 Sharm Elsheikh-ის ტურნირი მოიგო.

შეჯიბრების ფინალში ქართველმა ჩეხი მარტინ კრუმიჩი 3 სეტში, 6-7, 7-6, 6-3 დაამარცხა. ფურცელაძის მეტოქე მსოფლიოს მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 556-ე ადგილზეა.

ქართველი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 455-ე პოზიციას იკავებს. ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე საბა ფურცელაძემ ორი რუსი, ერთი ავსტრიელი და ერთი რუმინელი მეტოქე დაამარცხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა