ალექსანდრე თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვება აჭარულის ცეკვით აღნიშნეს (ვიდეო)
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი მეტოქე სამივე რაუნდში დაამარცხა და გამარჯვებულად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასახელდა.
ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ გამარჯვება ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ერთად, აჭარულის ცეკვით აღნიშნა.
დვალიშვილი თოფურიას საგულშემატკივროდ ავსტრალიაში ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა.