თეგებით ძიება

ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს. თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და ინტეგრირდით ევროპულ ქსელში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  ბალტიის ქვეყნების – ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთის კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ.

“ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ღირსშესანიშნავ მომენტს. თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და მთლიანად ინტეგრირდით ევროპულ ქსელში. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ”, – წერს ზურაბიშვილი.

ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა