თეგებით ძიება
09. 02. 2025 სპორტი

ქართველმა ძიუდოისტმა ელენე კურდღელიამ გენუის ევროპის თასზე მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ გენუაში კადეტთა ევროპის თასის გათამაშება მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ელენე კურდღელიამ (-70კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიელი მეტოქე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალურ ბრძოლამდე მან იტალიელი და ფრანგი მეტოქეები დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრა კი ქართველ ძიუდოისტ ქეთი რობაქიძესთან დათმო.

ქართველი ძიუდოისტები გენუის კადეტთა ევროპის თასის გათამაშებაში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა