თეგებით ძიება
09. 02. 2025 ბიზნესი

საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტაქსი ყველაზე ძვირია - როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებში

Numbeo-მ 98 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.29 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ფილიპინებზეა და 26 ცენტს უტოლდება.

5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:

შვეიცარია - 4.29 დოლარი;

ლუქსემბურგი - 3.67 დოლარი;

ქუვეითი - 3.24 დოლარი;

მავრიკი - 3.21 დოლარი;

ალბანეთი - 3.13 დოლარი.

ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:

ფილიპინები - 26 ცენტი;

მოლდოვა - 27 ცენტი;

ინდოეთი - 28 ცენტი;

უზბეკეთი - 30 ცენტი;

ეგვიპტე - 30 ცენტი.

რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 72-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 72 ცენტს შეადგენს. რეგიონის ქვეყნების მონაცემები კი ასე გამოყურება:

თურქეთი - 77-ე ადგილი, 64 ცენტი;

აზერბაიჯანი - 80-ე ადგილი, 59 ცენტი;

რუსეთი - 92-ე ადგილი 31 ცენტი.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა