თეგებით ძიება
09. 02. 2025 მსოფლიო

გარანტია თუ მექნება, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებს, მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მზად ვიქნები მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის - ზელენსკი

თუ მექნება გარანტია, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებს, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მზად ვიქნები მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ lTV News-თან ინტერვიუში განაცხადა, კითხვაზე, მზად არის თუ არა, შეხვდეს პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა იგი საბრძოლო მოქმედებების გაყინვას ამჟამინდელი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, ზელენსკიმ უპასუხა: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის გარანტიები იქნება“.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ არ ისურვებდა ფრონტის ხაზის გაყინვას, რადგან უკრაინის რამდენიმე ქალაქი, რომლებიც დღეს ამ საკონტაქტო ხაზით არის მოწყვეტილი, დაზარალდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა