რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირდა 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი კომპანია
2024 წელს საქართველოში ჯამში 54 218 ახალი კერძო, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული სტატისტიკიდან ჩანს.
მონაცემების თანახმად, 2024 წელს კერძო უცხოური საკუთრება იყო 19 525 კომპანია, შერეული კერძო საკუთრება ადგილობრივის უპირატესობით - 427, შერეული კერძო საკუთრება უცხოეთის უპირატესობით 208, ხოლო მუნიციპალური საკუთრება - 4.
ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი რუსულია, შემდეგ მოდის ინდოეთი და ბელარუსი.
რუსეთი - 7 980
ინდოეთი - 2 062
ბელარუსი - 1 679
უკრაინა - 1 419
თურქეთი - 946
აზერბაიჯანი - 722
თურქმენეთი - 544
ისრაელი - 491
ირანი - 372
პაკისტანი - 337
ცნობისთვის, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 044 519 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც აქტიურია მხოლოდ 27 %. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს. სტატისტიკის მიხედვით, ამათგან მხოლოდ 284 347 კომპანიაა მოქმედი.