"ამ დროისთვის ჩართვები დაწყებულია შემდეგ უბნებში" - თბილისის 7 უბანი, სადაც გაზმომარაგება აღდგება
ამ დროისთვის ჩართვები დაწყებულია შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი, აგარაკები, თხინვალა, დიღომი, ლისი, ბაგები, ვაკე, - ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
"გთხოვთ, ყურადღებით იყავით გაზის ონკანებთან. თქვენს მისამართზე გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით sms-ს მიიღებთ.
ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 აბონენტს შეუწყდა.
გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროცესი სრულად ხვალ 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.