თეგებით ძიება

ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ქრისტიანობისა და რელიგიის დაცვა, ეს საქართველოს ისტორიის ნაწილია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად. ქრისტიანობისა და რელიგიის დაცვა, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია“, – განაცხადა პრემიერმა

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა, როჯერ კოპელმა ჩაწერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა