თეგებით ძიება
10. 02. 2025 ბიზნესი

2024 წელს საქართველოში პენსიონერთა რაოდენობა 864 ათასამდე გაიზარდა

2024 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 864.3 ათასამდე გაიზარდა, მათგან 71% ქალია, 29% - კაცი ამის შესახებ bm.ge საქსტატის მონაცემებზე დაურდნობით წერს. პენსიის მიმღებთა უმრავლესობა 30.5% თბილისშია, 15.6% - იმერეთში, დანარჩენი სხვადასხვა რეგიონებზე ნაწილდება.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე 4.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს რიცხვი 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 568.0 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით - 78 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია, მათ შორის, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.

ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლიდან: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით 450 ლარამდე იზრდება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად ასევე 35 ლარით 350 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 420 ლარამდე იზრდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა