მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მაღალი ფასები და უმუშევრობაა - ISSA-ის კვლევა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 18-30 იანვარს ჩატარებული კვლევით, ქვეყნის წინაშე მდგარ, ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებად გამოკითხულები ასახელებენ მაღალ ფასებს (46.5%) უმუშევრობას (42.1); ქართველების ქვეყნიდან მიგრაციას (21%) და სიღარიბეს (16.4%).
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. გამოპასუხების წილი: 74.4%; საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში. კვლევის დონორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.