რუსთაველის გამზირზე ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, პოლიციამ დააკავა
რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი სავარაუდოდ, პოლიციამ დააკავა.
ინტერვიუს ვაძლევდი, როცა დავინახე მოპირდაპირე მხარეს, როგორ ეჯაჯგურებოდა და მოათრევდა პოლიციელების კორდონი დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰყავდათ გამზადებული. ახლა ცდილობს პოლიცია ეს უწყვეტი პროტესტი, რომელიც მერამდენე დღეა რუსთაველის გამზირზეა, როგორმე ჩაახშოს და რუსთველის გამზირი არ გადაიკეტოს.
ხალხის ის რაოდენობაა, რომ რუსთველის გამზირი უნდა გადაიკეტოს, მაგრამ რაც არ უნდა დააყენონ ეს ადამიანები კორდონში, ეს არ გაგრძელდება ესე. ესენი ცდილობენ ძალადობას და შეურაცხყოფას, საკუთარ მოქალაქეებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ეს ბრძოლა დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. იმ ადამიანების გამარჯვებით, რომელიც საკუთარ სამშობლოს იცავენ სიცივეში, ქარში", - ამბობს ბერდია სიჭინავა.