თეგებით ძიება

მსოფლიოში ყველაზე ძველი სახლები, რომლებშიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, “dailymail” იმ უძველესი ნაგებობების სიას აქვეყნებს, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი უცნაური არქიტექტურით გამოირჩევიან, არამედ დღემდე არ ღალატობენ თავიანთ პირვანდელ დანიშნულებას და კვლავაც საცხოვრებლად გამოიყენებიან. 

ამ სახლებს, გარდა სიძველისა, აგების მეთოდიც აერთიანებთ – თითოეული მათგანი ბუნებასთან წარმოუდგენელ ჰარმონიაშია და ოსტატურად ერწყმის ლანდშაფტს. ზოგიერთი მათგანი მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი, რითაც ქართველებს ნამდვილად ვერ გაგვაკვირვებს, ზოგი კი საყრდენ კედლად იყენებს ბუნებრივ წარმონაქმნებს. თუმცა ის, რაც ვარძიისა და უფლისციხის მქონე ქვეყანაში მცხოვრებლებს ნამდვილად გაგვიკვირდება, მათ დროში ადაპტირებაა. სახლები თანამედროვე ცხოვრებისათვის აუცილებელ ყველა ინფრასტრუქტურას მოიცავენ, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ საქალაქო კომუნიკაციები და ელექტროენერგია.

“დეილი მეილის” სიაში პირველზე ადგილზე მატერაა –  კლდეში ნაკვეთი ქალაქი იტალიაში, რომელიც 9000 წლით თარიღდება და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. 2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 60 000 ადამიანს აღემატება.

Matera, an Italian town built into the rocks in the remote southern region of Basilicata, is said to the only place in the world where people can boast to be still living in the same houses of their ancestors of 9,000 years ago

სოფელი ირანში, რომელიც შორიდან ჭიანჭველების ბუდეს მოგაგონებთ –  „კანდოვანი“  ირანის „აღმოსავლეთი აზერბაიჯანის” პროვინციაში, თებრიზიდან 60 კმ დაშორებით მდებარეობს. აქ სახლები ვულკანური წარმოშობის კლდეშია ამოჭრილი.

Kandovan, tucked away in the north west of Iran, is the world's largest cave dwelling, housing around 168 families in these quaint-looking grottos built into the volcanic rock. It has been in existence for at least 800 years

Saltford Manor ინგლისში მდებარეობს და იგი დიდი ბრიტანეთში აშენებული უძველესი სახლია, რომელიც 1148 წლიდან მუდმივად დასახლებულია. სახლს ბოლო რეაბილიტაცია 1997 წელს ჩაუტარდა.

Image result for Saltford Manor

ნაკლებად ძველი, მაგრამ არანაკლებ მომხიბლავია უძველესი სახლი ავირონში, საფრანგეთში.  სახლი მე -13 საუკუნით თარიღდება. ფერდობზე აშენებული სახლი გამორჩეულია იმით, რომ მისი პირველი სართული გაცილებით ნაკლებ ფართს იკავებს ვიდრე შემდეგი ორი. როგორც ამბობენ ეს განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროის საფრანგეთში უძრავი ქონების გადასახადი მიწის ზედაპირზე დაკავებული ფართობის მიხედვით იანგარიშებოდა. პატარა ქალაქის “ჭკვიანმა” არქიტექტორებმა კი ამ გზით გადასახადი  დამალეს. მიუხედავად არასტანდარტულობისა, სახლი საკმაოდ მყარად ნაგები აღმოჩნდა და 8 საუკუნის შემდეგაც ფუნქციონირებს – პირველ სართულზე სუვენირების მაღაზიაა, მომდევნო ორი კი მის პირვანდელ, საცხოვრებელ დანიშნულებას ასრულებს. 

განაგრძეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა