თეგებით ძიება

აღმოჩენილია კიბოს წინააღმდეგობის მკურნალობის მექანიზმი

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, რომელიც კიბოს ღეროვან უჯრედებს მკურნალობისადმი რეზისტენტობის განვითარების საშუალებას აძლევს. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მკვლევარებმა შეისწავლეს უჯრედ-ავტონომიური (უჯრედშიდა სიგნალები) და არაუჯრედ-ავტონომიური (გარე სიგნალები) გზების რთული ურთიერთქმედება, რომლებიც განსაზღვრავენ პანკრეასის კიბოს ღეროვანი უჯრედების მახასიათებლებს.

ირკვევა, რომ კიბოს ღეროვანი უჯრედების მიმდებარე უჯრედგარე სივრცეში არის რთული მოლეკულური ღერძი, მათ შორის რეტინობლასტომის პროტეინები (pRb) და E2Fტრანსკრიფციის ფაქტორები, რომლებიც აკონტროლებენ სასიგნალო მოლეკულების გამომუშავებას და ხელს უწყობენ ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. ადრე ითვლებოდა, რომ პღბ და E2F, ცნობილი უჯრედული რეგულატორებია და აქვთ მხოლოდ უჯრედ-ავტონომიური ეფექტი.

ტრანსკრიპციის ფაქტორები E2F1 და E2F4 იწვევენ ჭNთ ლიგანდების ექსპრესიას, როგორიცაა WNT7A, WNT7B, WNT10A და WNT4, ხოლო pRb და RBL2 ცილები ამცირებენ მათ ექსპრესიას. ეს დელიკატური ბალანსი დარღვეულია კიბოს უჯრედებში, რომლებიც ატარებენ KRAS გენის მუტაციებს..

კვლევის შედეგებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კიბოს უფრო ეფექტური მკურნალობის განვითარებას, რადგან პოტენციურმა წამლებმა, რომლებიც მიზნად ისახავს სასიგნალო გზების იდენტიფიცირებას, შეიძლება კიბოს უჯრედები მგრძნობიარე გახადონ ქიმიოთერაპიის მიმართ და ხელი შეუშალონ მეტასტაზების წარმოქმნას..

მკურნალი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა