ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სახლთან თავს დაესხა სამი ნიღბიანი (ვიდეო)
ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და სხვები, აცხადებს, რომ დღეს დილით თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში გაბიტაშვილი ამბობს, რომ ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა და სცემეს. ლაშა გაბიტაშვილს სახეზე დაზიანებები ეტყობა.
"ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დროა, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვათ... ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევიან“, - აცხადებს გაბიტაშვილი.