თეგებით ძიება

ზელენსკი-აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის შეხვედრა გადაიდო - უკრაინული მედია მიზეზებს განმარტავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის შეხვედრის გადადების მიზეზი არის ის, რომ აშშ-ს დრო სჭირდება პარტნიორობის მემორანდუმის პროექტზე სამუშაოდ, რომელიც უკრაინამ დაასრულა და ამერიკელებს გადასცა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას დელეგაციის წყარომ განუცხადა. 

როგორც ცნობილია, ზელენსკის და ვენსის შეხვედრა, რომელიც 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა გამართულიყო, გადაიდო.

„დოკუმენტი უკრაინამ გადასცა და ამერიკულმა მხარემ 17:00 საათამდე დრო ითხოვა მასზე სამუშაოდ.13 თებერვალს, კიევში ჩავიდა აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი უკრაინასთან ეკონომიკური პარტნიორობის განსახილველად“, - ამბობს წყარო. 

შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა კიევს გადასცა „პარტნიორობის შეთანხმების“ პირველი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებს უკრაინის მინერალურ რესურსებში შემდგომი დახმარების სანაცვლოდ. 

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგი უკრაინის მინერალურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ ინიცირებულ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ნაწილად მიიჩნევს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა