თეგებით ძიება

ავიაკომპანია Wizz Air-ი კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-კოპენჰაგენის რეისების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანია მარშრუტებს მოთხოვნის მიხედვით გეგმავს, სწორედ ამ მიზეზით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„კოპენჰაგენის მიმართულებით მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი, რის გამოც გადავწყვიტეთ რეისების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და ჩვენ ვაგრძელებთ აქ ინვესტირებას. 2025 წელს უფრო მეტი ფრენა, მეტი მიმართულება და მეტი შესაძლებლობა გველოდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ საერთაშორისო კავშირები”, – აცხადებენ Wizz Air-ში.

ამასთან, Wizz Air-ი იტყობინება, რომ ავიაკომპანია აგრძელებს განვითარებას საქართველოს ბაზარზე და 2025 წელს გეგმავს თითქმის 400 000 ადგილის დამატებას, რაც 2024 წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტია.

ცნობისთვის, ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ბოლო ფრენა 2 მარტსაა დაგეგმილი. თუმცა Wizz Air-ის აპლიკაციაში ამ მარშრუტზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდანაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა