თბილისში, დეპოს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის
თბილისში, დეპოს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის - ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფი.
ამ დროისთვის ცეცხლის უმეტესი ნაწილი ლოკალიზებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.