თეგებით ძიება

ამ თხრილს ვერ ამოვავსებთ ვერასდროს და ამ ტკივილის ორმოსთან მოგვიწევს სამუდამოდ ცხოვრება…“ – სანდრო ელოშვილი

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას რეჟისორი სანდრო ელოშვილი ეხმაურება. ამის შესახებ ელოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხუთი წლის ბავშვმა, რომ ჯართი იცის რა არის ჩვენს აშენებულ ქვეყანაში, ამ თხრილს ვერ ამოვავსებთ ვერასდროს და ამ ტკივილის ორმოსთან მოგვიწევს სამუდამოდ ცხოვრება…“ – წერს სანდრო ელოშვილი.

ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა