საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს
საბერძნეთში, ქალაქ ათენში ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალმა იმ ოჯახიდან, სადაც მუშაობდა ძვირფასი სამკაულები და 8000 ევრო მოიპარა.
სამართალდამცავებმა ქალის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ნივთები.