რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა
ესპანეთი-საქართველოს ნაკრებებს შორის პირველი ტაიმი დასრულდა. „ბორჯღალოსნები“ ესპანეთს ანგარიშით - 13:34 უგებენ. შეხვედრა მადრიდში იმართება.
ნაკრებებს შორის გამარჯვებული A ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი B ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.