თეგებით ძიება

რუსეთის ბაზა იყო აქ ადრე.. ისე იცხოვრეს, რომ მათი ნაცხოვრები მიწაც კი იწყევლება - ლია ტოკლიკიშვილი ბათუმის ტრაგედიაზე

"გამომძიებელი რეპორტიორის" ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს, რომელსაც ორი ბავშვი შეეწირა:

წლების წინ ვიყავით "გამომძიებელი რეპორტიორის" ჯგუფის წევრები  ამ მუყაოს დასახლებაში, სადაც გუშინ ორი ბავშვი ჩავარდა თხრილში.  დღემდე არ მშორდება ის კოშმარული განცდა, რომელიც ამ სახლებიდან წამომყვა.  სახლები, გარდა იმისა, რომ კოშმარულად ღარიბული იყო,  ბავშვების აშენებულს ჰგავდა, ანუ ნამდვილი არც გეგონებოდა, სათამაშო სახლებივით გამოიყურებოდა.  უამრავი ბავშვი თამ აშობდა მაშინაც ამ  ათხრილ, აოხრებულ,  დიდი ციფრებით დანომრილი სახლების  წინ, მოწიდან ამოშვერილი არმატურების, დიდი ორმოების პირზე. ეს ბავშვები მაშინ დაბადებულებიც არ იქნებოდნენ...  პირდაპირ გასაგიჟებელია, რომ დღემდე ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ამ ხალხის გაყვანა ამ უბედურების ზონიდან.   ფილმმა, რომელიც სოციალურად დაუცველების პრობლემებს ეხებოდა და მეორე ნაწილი აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტებზე იყო,  მაშინ ძალიან გააბრაზა აჭარის ხელისუფლება.  განსაკუთრებით ამ ფრაზამ: პირველი სახლი  აქ 2012 წლის ოქტომბერში აშენდა და პირველი დანაშაულიც მაშინ მოხდა, როცა ამაზე ხელისუფლებამ დახუჭა თვალი".

როგორვ მაშინ გავარკვიეთ, რუსეთის ბაზა იყო აქ ადრე.   ყველა მტკაველ მიწაზე აქ ისე იცხოვრეს, რომ  მათი  ნაცხოვრები მიწაც კი იწყევლება .

გამოძიებას ჰქვია "სახელმწიფოს უკანონო შვილები". ამ დასახლების ცხოვრება მეორე ნაწილშია - წერს სოციალურ ქსელში ლია ტოკლიკიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა